როგორ გავანათოთ ბნელი ოთახი?
ძირითადი პრინციპი, რომელსაც უნდა დავეყრდნოთ, არის არსებული სინათლისთვის გზის მიცემა. მთავარი და ყველაზე "სამუშაო" ტექნიკაა კედლებზე გლუვი, მსუბუქი, მონოქრომატული ტექსტურების გამოყენება. იატაკის საფარის არჩევისას, ასევე უმჯობესია, უარი ითქვას კონტრასტებზე. მსუბუქი, გამჭირვალე ფარდები ბუნებრივი სინათლის შენარჩუნების კიდევ ერთი საშუალებას წარმოადგენს. შეეცადეთ, თავი აარიდოთ მასიურ, მაღალ ავეჯს, რომელიც მთლიან ოთახში სინათლის გაშლას შეუშლის ხელს. რაც უფრო მეტია ასეთი ელემენტი სივრცეში, მით უფრო ბნელია ოთახი. სარკე პოპულარული საშუალებაა ოთახის გასანათებლად, თუმცა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ და გონივრულად შეარჩიოთ ადგილიც და ზომაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, კარგად განათებული სივრცის ნაცვლად, შესაძლოა მივიღოთ ბნელი ოთახი ვიზუალურად გატეხილი გეომეტრიით. მნიშვნელოვანია ხელოვნური განათების სცენარების გათვალისწინება - ბუნებრივი სინათლე ნელ-ნელა გაქრება მზის ჩასვლასთან ერთად, ამ დროს იატაკის ნათურები და სანათები მხსნელად მოგევლინებიან და ოთახში სიმყუდროვეს და სინათლეს შეინარჩუნებენ.